პარტია „ხალხის ძალის“
წევრი დავით
ქართველიშვილი ელისეს
სასახლეში ევროპელი
ლიდერების შეხვედრას
ეხმიანება. ექსპერტი წერს,
რომ ეს შეხვედრა რუსეთსა და
ამერიკას შორის დაგეგმილი
შეხვედრის საპირწონედ
ჩატარდა და ორი ძირითადი
საკითხი განიხილეს -
უკრაინის საკითხი და აშშ-ს
მხრიდან დახმარების
საკითხი.„ასე „ტონკად“ ის,
რომ უკრაინა - ევროპა არაა,
ჯერ არავის უთქვამს“- წერს
ანალიტიკოსი და აღნიშნავს,
რომ ელისეს სასახლეში
გამართულ შეხვედრაზე
ევროპელი ლიდერები
კონსულტაციების
გაგრძელებაზე
შეთანხმდნენ.„დამხრჩვალმა
თავი თვისი თავად უნდა
გადაარჩინოს" - დაახლოებით
ასეთი დევიზით
მიმდინარეობდა გუშინ
პარიზში „დიფ სთეითის“
ევროვასალების
„სამიტი“.დღის წესრიგი:1)
ამერიკის დახმარების
იმედი აღარ უნდა გვქონდეს
და რა ვქნათ;2) რა ვუყოთ
უკრაინას;ეს შეხვედრა
ჩატარდა საუდის არაბეთში
რუსეთ-ამერიკის მიმდინარე
შეხვედრის
საპირწონედ.პირველ
საკითხზე გადაწყვიტეს -
უნდა გავძლიერდეთ, რაც
შეიძლება! ამისთვის უნდა
გავზარდოთ ჩვენი
თავდაცვისუნარიანობა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა
ბრძანა - უკრაინის წინაშე
პასუხისმგებლობას
ვათვითცნობიერებთ, მაგრამ
აქ, ევროპაშიც, გვჭირდება
თავდაცვის გაძლიერება. ასე
"ტონკად" ის, რომ უკრაინა -
ევროპა არაა, ჯერ არავის
უთქვამს.ევროკავშირის
პრეზიდენტის ეს მოწოდება,
პრინციპიდან: "მე მივდივარ
და ჩემგან რა მიდის" -
მოიწონა გერმანიის
კანცლერმა. გავზარდოთო.
უთანხმოება ხვდა წილად
მეორე საკითხს: ბრიტანეთის
პრემიერმა სტარმერმა, აი
იმან, ტრამპმა რომ ბრძანა -
„ამას რაზე უნდა
ველაპარაკო, აზრზე არა
ვარო“- მზადყოფნა გამოთქვა
სამშვიდობო ხელშეკრულების
ფარგლებში, უკრაინაში
ბრიტანელი ჯარისკაცების
გაგზავნის თაობაზე.ოღონდო,
სტარმერმა, ამისთვის მე
აშშ-ს გარანტიები
მჭირდებაო, თლა ჩემ თავზე
ამას ვერ ავიღებო - ისევ რომ
დასცხოს რუსეთმა უკრაინას,
მერე სა ჯანდაბაში
გავიქცეო? ეს ალბათ არ უნდა
ეთქვა, რადგანაც ამ
პერსპექტივის
წარმოდგენაზე ერთდროულად
"დაზადნეს" ოლაფ შოლცმაც და
იტალიის პრემიერმა ჯორჯა
მელონიმ:
"ნაადრევია...უადგილოა...არაეფექტურია"
- ასეთი ეპითეტებით შეამკეს
მათ სტარმერის
ინიციატივა.ყველაზე
თამამი წინადადებით
დაგვამახსოვრდა ესპანეთის
პრემიერ-მინისტრი პედრო
სანჩესი: ისე და...იქნება
რუსეთთან სამართლიანი და
მყარი მშვიდობის
დამყარების
მოლაპარაკებებში -
უკრაინაც ჩაგვერთოო?
პრინციპში - ევროკავშირიცო.
არ იქნებოდა ურიგო.
ლიდერები შეთანხმდნენ ამ
უპრეცედენტოდ თამამ და
საინტერესო ინიციატივაზე
გააგრძელონ
კონსულტაციები.
მთლიანობაში - "კრება დარჩა
მხიარული“, - წერს დავით
ქართველიშვილი სოციალურ
ქსელში.