“დამწვარია 35 მაღაზია” – რა შედეგი მოჰყვა ხანძარს “ლილო მოლში”?

News.ge 2 დღის წინ 4
“დამწვარია 35 მაღაზია” – რა შედეგი მოჰყვა ხანძარს “ლილო მოლში”?

„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. როგორც bm.ge-ს „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა, დაიწვა 35 მაღაზია.
„ახლა დაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით 35 მაღაზიაა დამწვარი. შერეული საქონლის მაღაზიები იყო. ყველაფერი დაზღვეულია“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, 28 იანვარს ლილო მოლის ერთ-ერთ შენობაში დაახლოებით 15:30 საათისთვის ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17 საათისთვის შეძლო. ადგილზე 15 ავტოცისტერნა და 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. მაშინ, „ლილო მოლში“ 5 000 მ²-ის ორსართულიანი შენობა სრულად დაიწვა.

სრულად წაიკითხეთ სტატია