დამოუკიდებლობის დღეს,
თელავი საგანგებოდ
მომზადებული ხვდება.
კახეთის ულამაზეს ქალაქში
თავდაცვის ძალების
სამხედრო ტექნიკის,
შეიარაღებისა და
აღჭურვილობის, ასევე
სოფლის განვითარების
სააგენტოს ბენეფიციართა
ნაწარმის
გამოფენა-გაყიდვა 12
საათიდან დაიწყება.ამ
პერიოდიდან გაიხსნება
სხვა საექსპოზიციო
სივრცეებიც.
გათვალისწინებულია ღვინის
სადეგუსტაციო სივრცეები,
კახური ტრადიციული
კერძების დამზადების
მასტერკლასი;
ბავშვებისთვის საგანგებოდ
მოეწყობა გასართობი
აქტივობები; იქნება
კოსტიუმირებული
მსახიობების საზეიმო
მსვლელობები. დღის ბოლოს
თელაველებისა და ქალაქის
სტუმრებისთვის შვიდკაცა
და ლიზა ბაგრატიონი, ასევე
ჯგუფი "მიქსტურა"
იმღერებენ.