ჩვენ გვქონდა ბრიფინგი,
სადაც, უკვე დამკვირვებლად
რეგისტრირებულ ენჯეოებში
აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებისა,
პირდაპირ არიან
დაკავშირებული ოპოზიციურ
პარტიებთან, - ამის შესახებ
პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა, დღევანდელ
ბრიფინგზე
განაცხადა.როგორც მან
აღნიშნა, ამ
ორგანიზაციების
დამფუძნებლები ან
წამყვანი თანამდებობის
პირები ან ოპოზიციის
აქტივისტები ან
ოპოზიციური პარტიების
შემომწირველები არიან.
ორგანიზაციების 16% კი
პირდაპირ „ქართული
ოცნების“ საწინააღმდეგო
კამპანიას აწარმოებენ.„ამ
ორგანიზაციებში ან
ოპოზიციის პარტიის
პარტიის აქტივისტები,
ლიდერები არიან
დამფუძნებლები და
წამყვანი პირები, ან
ოპოზიციის შემომწირველები
არიან. ანუ, პირდაპირ
დასტურდება, რომ ეს 36% არის
დაკავშირებული
ოპოზიციასთან. 16% არის
ორგანიზაციები, რომლებიც
პირდაპირ აწარმოებენ
კამპანიას „ქართული
ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ,
არჩევნებში მონაწილე ერთი
პარტიის წინააღმდეგ არიან
ჩართული კამპანიაში, რაც
ჯამში გვაძლევს
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების 52 %-ს,
რომლებიც არიან
მიკერძოებული და რა თქმა
უნდა, მათგან მოსალოდნელი
არ არის, რომ რაიმე
ობიექტური დასკვნა
იქნება.“ - განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.