“დამირეკეს ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან, მითხრეს, რომ მამათქვენის სახელზე ფიქსირდება სამი გადაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღი… მამაჩემი 2002 წელს გარდაიცვალა”

News.ge 4 საათი წინ 4
“დამირეკეს ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან, მითხრეს, რომ მამათქვენის სახელზე ფიქსირდება სამი გადაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღი… მამაჩემი 2002 წელს გარდაიცვალა”
სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე წერს, რომ პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მამის სახელზე გადაუფორმებელი იარაღი ფიქსირდება. ჟურნალისტის ცნობით, მამა 2002 წელსაა გარდაცვლილი
💬 “SOS!!!
ახლა დამირეკეს ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან, მითხრეს, რომ მამათქვენის სახელზე ფიქსირდება სამი გადაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღი და თქვენ ხომ არ გაქვთ სახლშიო. მამაჩემი 2002 წელს გარდაიცვალა ტრომბოემბოლიით, 46 წლის ასაკში.
რა იარაღებზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, თან სამ იარაღზეა საუბარი, რომელიც არც თვალით მინახავს და არც ვიცი თუ არსებობს ბუნებაში. რატომ დამირეკეს მე და არა ოჯახის სხვა წევრს, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს” – წერს თუთბერიძე სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია