გვირაბზე მოგვიყევი
ყველაფერი, გაიხსენე
გვირაბის ამბავი, რა ხდებაო
- მართლა არ ვიცოდი რა
გვირაბი, არ მახსენდებოდა.
გექნება დრო კიდევ
მოსაფიქრებლად,
გვაინტერესებს გვირაბიცო.
მთელი ღამე ვიფიქრე და
გამახსენდა, რომ წინა
პერიოდში, ღამის სამ
საათზე, ოთხი იყო
დაწყებული, ტელეფონი
რეკავს, ვუპასუხე და
პრეზიდენტი - სახელით
მომმართა, ხვალ ჩადი
გვირაბში, დაათვალიერეო,
კედლებზე შეხედე და შენ რომ
გაქვს ლამაზი ფოტოები
საქართველოს ხედებით, მთელ
გვირაბზე გავაკეთოთ
ჩქარაო და გამითიშა, -
განაცხადა
ფოტოკორესპონდენტმა,
ყოფილმა პოლიტპატიმარმა
ირაკლი გედენიძემ,
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე განაცხადა, სადაც
მისი დაკავების დროს,
სხვადასხვა ბრალის
აღიარების მოთხოვნა
გაიხსენა.როგორც
გედენიძემ განაცხადა,
გვირაბის შესახებ იცოდნენ
მხოლოდ მან, მიხეილ
სააკაშვილმა და თემურ
ჯანაშიამ, შესაბამისად,
ნათელი იყო, რომ იმ
პერიოდში მას უკვე
უსმენდნენ.„[ეს ხდება] 26
მაისის მერე. იქ ვმუშაობ და
უნდა გავარკვიო ეს გვირაბი
რა არის. ვეკითხები დაცვის
ბიჭებს და კი არის რაღაც,
მაგრამ რამდენად არის
გვირაბი, არ ვიცითო. მერე
თემურ ჯანაშიას ვუთხარი,
წუხელ დამირეკა
პრეზიდენტმა და რა
გვირაბია, როგორ უნდა
გავაფორმო, სურათები უნდა
ჩამოვკიდოთ, ასეთი
დავალებაა-მეთქი.
ჩამიყვანა სასახლიდან
მოსასვენებელ სახლამდე
გადასახედი იყო, იქ არის
აგურის კედლებიანი
დერეფანი, რომელიც მიწაშია.
ტექნიკური სამსახური
ჩამოვიყვანე, იქ
გადავზომეთ, რამდენი ფოტო
დაეტეოდა. ამ გვირაბზე იყო
ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში
უკვე მისმენდნენ, იმიტომ,
რომ გვირაბის ამბავი
ვიცოდით მე, სააკაშვილმა და
ჯანაშიამ. სახლშიც არ
იცოდნენ, სახლში ის არ
იცოდნენ, მივლინებით სად
მივდიოდი. მერე გავაკეთე ეს
დასკვნა, რომ ე.ი.
მისმენდნენ. ამ გვირაბზე
თუა ლაპარაკი, პრეზიდენტის
საუბარი იცით-მეთქი? ჰოდა,
მაგ გვირაბზე მე რაც არ
უნდა გითხრათ, მოწმედ
სასამართლოზე სააკაშვილი
უნდა მოიყვანოთ-მეთქი." -
განაცხადა ირაკლი
გედენიძემ.სააკაშვილის
რეჟიმის
სამართალდამცველებმა ოთხი
ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7
ივლისს, ჯაშუშობის
ბრალდებით დააკავეს. მათ
შორის იყვნენ ევროპის პრეს
ფოტოსააგენტო ,,ეპას“
ფოტორეპორტიორი ზურაბ
ქურციკიძე, საქართველოს
საგარეო საქმეთა
სამინისტროს
ფოტორეპორტიორი გიორგი
აბდალაძე, საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
ფოტორეპორტიორი ირაკლი
გედენიძე და მისი მეუღლე,
რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“
ფოტორედაქტორი ნათია
გედენიძე.ახალი
ხელისუფლების პირობებში
საქმეზე ხელახალი
გამოძიება ჩატარდა,
დაიკითხნენ მოწმეები.
პროკურატურამ ე.წ.
ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს
გახსნა. უწყების
განცხადებით, ფოტოგრაფები
ჯაშუშობის გამოგონილი
ბრალდებით დააკავეს და მათ
ხელისუფლება 26 მაისის
აქციის დაშლის აქტიური
გაშუქების გამო
გაუსწორდა.2018 წლის 22
ნოემბერს სააპელაციო
სასამართლომ ჯაშუშობის
ბრალდებით გასამართლებული
ფოტოგრაფები გიორგი
აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე,
ნათია და ირაკლი
გედენიძეები გაამართლა.2023
წელს საქალაქო
სასამართლომ ჯაშუშობის
საქმეზე გამართლებული
ფოტოგრაფებისთვის
მორალური ზიანის
ანაზღაურების
გადაწყვეტილება მიიღო.