საქართველოს
კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის
სააგენტოს (GCCA) მიერ
დაკისრებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობის გამო, 2025
წლის ექვს თვეში 34 მოვაჭრე -
68 საქმეზე დაჯარიმდა, ჯამში
- 29 018 ლარის
ოდენობით.საკითხი ეხება -
„მომხმარებლის უფლებების
დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის
დარღვევის ფაქტს, რომლის
საფუძველზეც, GCCA-ის
გადაწყვეტილების
შესაბამისად, მოვაჭრეებს
ევალებოდათ - თავისი
სავაჭრო პოლიტიკის
კანონის შესაბამისი
მუხლების მოთხოვნებთან
შესაბამისობაში
მოყვანა.კერძოდ, GCCA-ის მიერ
წარმოებული მიმდინარე
მონიტორინგის ფარგლებში
დადგინდა, რომ უწყების მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებები არ
შესრულდა. შესაბამისად,
„ინფინიტი ენერჯი ს კ“,
„სნიკერ სტუდიო“, „გეო
ვორლდ შოპინგი“,
„იქომერს.ჯორჯია 2023“,
„კარგო ჯორჯია“, „ქეი.ენ.ჯი
ველნესი", „გლას სტუდიო 1“,
„დილსი“, „სამი“ და სხვა
მოვაჭრეები
დაჯარიმდნენ.GCCA-ის
განმარტებით, ჯარიმის
დაკისრება მოვაჭრეებს
სააგენტოს
გადაწყვეტილების
შესრულების
ვალდებულებისგან არ
ათავისუფლებს. ასევე,
დაჯარიმების პროცედურას
უწყება იწყებს მას შემდეგ,
რაც დარღვევის
დადასტურების შემდეგ -
კომპანია მომხმარებლის
უფლებების დაცვის
მიმართულებით გაცემულ
ვალდებულებებს არ
შეასრულებს.დარღვევის
დადასტურების
შემთხვევაში, GCCA-ის
გადაწყვეტილების დადგენილ
ვადაში შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების
შემთხვევაში, მოვაჭრეს
ჯარიმა ეკისრება, რომლის
ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს მოვაჭრის
წინა ფინანსური წლის
წლიური ბრუნვის 2%-ს.
ამასთანავე, იგი 600 ლარზე
ნაკლები არ უნდა იყოს. 12
თვის განმავლობაში
მოვაჭრის მიერ დარღვევის
გამეორება გამოიწვევს
დაკისრებული ჯარიმის
გაორმაგებას.