„დაიცავით რეკომენდაციები, შესაძლო თოვის, ყინვისა და შეზღუდვების შესახებ...“ - კობა ფარტენაძის ამინდის უახლესი პროგნოზი

Primetime.ge 2 თვის წინ 17
„დაიცავით რეკომენდაციები, შესაძლო თოვის, ყინვისა და შეზღუდვების შესახებ...“ - კობა ფარტენაძის ამინდის უახლესი პროგნოზი
ჰაერის ტემპერატურა შესამჩნევად დაიკლებს - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.„უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა 5 თებერვლიდან ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე, ხოლო 6 -დან აღმოსავლეთში, არსებულთან შედარებით შესამჩნევად დაიკლებს, ცივი ამინდი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილებში ითოვებს, ზოგან ძლიერად.რაც შეეხება დაბლობსა და ბარს, დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, წვიმასთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ თოვლჭყაპი, ინტენსიური თოვა მოსალოდნელი არ არის.მნიშვნელოვანია, დაიცვათ რთული მეტეო პირობების დროს არსებული რეკომენდაციები, უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებები და ადრეული გაფრთხილება - შესაძლო თოვის, ყინვისა და შეზღუდვების შესახებ.გისურვებთ მშვიდობიან დღეებს,“ - განმარტავს კობა ფარტენაძე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია