დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელზეც ფიცს დადებს საქართველოს პრეზიდენტი... ყოველი შემდეგი პრეზიდენტი სწორედ ამ ეგზემპლარზე დადებს ფიცს - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 16 საათი წინ 2
დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელზეც ფიცს დადებს საქართველოს პრეზიდენტი... ყოველი შემდეგი პრეზიდენტი სწორედ ამ ეგზემპლარზე დადებს ფიცს - შალვა პაპუაშვილი
"სპეციალურად ამ დღისთვის, დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელზეც ფიცს დადებს საქართველოს პრეზიდენტი. შემდეგ, ეს ეგზემპლარი შეინახება საქართველოს პარლამენტში და ყოველი შემდეგი პრეზიდენტი სწორედ ამ ეგზემპლარზე დადებს ფიცს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე სიტყვებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა" დატოვა, მიხეილ ყაველაშვილს კი მისი შეცვლა მოუწევს."პირველად იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის ინაუგურაცია. მინდა, რომ რაც შეიძლება საზეიმო განწყობა იყოს. სპეციალურად ამ დღისთვის, დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელზეც ფიცს დადებს საქართველოს პრეზიდენტი. შემდეგ, ეს ეგზემპლარი შეინახება საქართველოს პარლამენტში და ყოველი შემდეგი პრეზიდენტი სწორედ ამ ეგზემპლარზე დადებს ფიცს.ქალბატონმა სალომემ ძალიან დააზიანა ეს ინსტიტუტი, აქცია კონსტიტუციის დარღვევის ინსტრუმენტად, აქცია ქვეყნის გარედან დისკრედიტაციის ინსტრუმენტად. აქცია ადგილად, რომელთანაც აღარ იყო დაკავშირებული ქართველი ხალხის ინტერესები. მას [მიხეილ ყაველაშვილს] ამ მძიმე მემკვიდრეობის შემობრუნება და შეცვლა მოუწევს.რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს - ის თავისი თვისებებით, გამოცდილებით, პოლიტიკური კარიერით, თავისი, როგორც სპორტსმენის კარიერით, რომელიც ადამიანების გულებს ახარებდა, ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზე იქნება ორიენტირებული, რომ ქართველი ხალხის ინტერესების მთავარი გამტარი იყოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია