საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი გურამ
მაჭარაშვილი გამოდის
ინიციატივით ჩასწორდეს
ჩანაწერი იმ მიმართულებით,
რაც ნიღბების ტარების
აკრძალვას აქციიდან
რამდენიმე მეტრის
მოშორებით ეხება.„ეს
რამდენად გავრცელდება
მაგალითად, აქციის იმ
მონაწილეებზე, რომლებიც
ერთ ადგილას დგანან
მაგალითად, აპროტესტებენ
ნიღბებით, რაც
კანონდარღვევაა, მაგრამ
დავუშვათ გადაადგილდა
რამდენიმე ათეული ან
ასეული ადამიანი
რამდენიმე მეტრით იქით
აქციიდან და იქ აქვთ ის
ნიღაბი გაკეთებული. ხომ არ
ვიფიქროთ ამ მიმართულებით,
რომ რაღაც ჩანაწერი მაინც
ჩასწორდეს“, - განაცხადა
მაჭარაშვილმა.პარლამენტის
იურიდიულმა კომიტეტმა
პირველი მოსმენით დაუჭირა
მხარი კანონს, რომლის
მიხედვითაც ქვეყანაში
საპროტესტო აქციებზე
ნიღბის ტარება აიკრძალება.
არ არის გამორიცხული, რომ
ასევე აკრძალოს
საზოგადოების თავშეყრის
ადგილებში, რადგან
დეპუტატებმა ამაზეც
იმსჯელეს.