სამტრედიაში ცნობილი
ექიმი, მეან-გინეკოლოგი,
მაია ცანავა გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას
გარდაცვლილის ახლობლები
სოციალურ ქსელში
ავრცელებენ:კლინიკა
„მედიჰელფი“ ექიმის
გარდაცვალებასთან
დაკავშირებით, სამძიმრის
წერილს აქვეყნებს:„25
ივნისი ჩვენი გუნდისთვის
თავზარდამცემი აღმოჩნდა.
დავკარგეთ ერთგული
მეგობარი, ჩვენი ოჯახის
წევრი, პროფესიონალი ექიმი
ჩვენი მაიკო… გამორჩეულად
კეთილი ადამიანი …
ვუსამძიმრებთ ოჯახს,
ნათესავებს, კოლეგებს და
ჩვენს კოლექტივის ყველა
წევრს. მაიკო, მუდამ ჩვენს
გულებში იქნები…
სიტყვებით წარმოუდგენელია
ტკივილის
გადმოცემა“,-წერია
კლინიკის ოფიციალურ
გვერდზე.