დავით ჩხეიძე: ხუთი ათასი ლარით აჯარიმებენ ღარიბი ქვეყნის მოქალაქეს, ცივ ზამთარში რომ შვილი ვეღარ გაათბოს…

News.ge 8 საათი წინ 5
დავით ჩხეიძე: ხუთი ათასი ლარით აჯარიმებენ ღარიბი ქვეყნის მოქალაქეს, ცივ ზამთარში რომ შვილი ვეღარ გაათბოს…
“გუშინ ლაივით ვთქვი, რომ რეჟიმი შემეხო სრულიად უსამართლოდ.
მეგობარმა მომწერა სხვებსაც შეეხო და ოდნავ საკუთარ თავზე ზრუნვა გამოგივიდაო.
კი. მე ინდივიდუალისტურად ვუდგები ყველა საკითხს. ალუდა ქეთელაური უფრო მხიბლავს, ვიდრე თემი.
ჩემთან ვერ მოხვალ და ვერ მეტყვი რომ “ნაცების”, “პიდარასტების”, “აგენტების”, გვერდით ვდგავარ, “რომლებსაც ომი უნდათ”.
რადგან პასუხს მიიღებ, რომ ისინი ჩემს გვერდით დგანან. და არა მე მათ გვერდით.
“ყველას აჯარიმებენ” ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რადგან ისედაც არაფერს ნიშნავს ასეთი გამოთქმა.
ადამიანის უფლებებია და არა ადამიანების უფლებები. სამართალი კერძოდ და პირადად განიხილავს საქმეს.
ბევრმა ჯერ ისევ ვერ გაიგო, რომ დემოკრატია უმრავლესობას არ მაქვემდებარებს მე, არამედ მე მიქვემდებარებს უმრავლესობას.
მაშინ სად არის სოლიდარობა? სოლიდარობაც მანდ არის. თუ მიგაჩნია, რომ ზვიადაურს არ ექცევა სწორად თემი, ზვავსაც წაუღია ეგეთი თემი.
ებრაელის მიმართ დღეს საყოველთაო რიდი აქედან მოდის, მასონებიდან არა, საკუთარი სინდისიდან.
ებრაელობის გამო რომ აწამებდა და კლავდა უმრავლესობა, თავებით რომ თვლიდა და მხარს უჭერდი ან ჩუმად იყავი.
ებრაელი ვერ დაამარცხეს, რადგან ადამიანობას ვერ დაამარცხებენ ადამიანში.
და აი ებრაელს კი დაუქვემდებარა ყველა და ყოველი საკუთარმა სინდისმა.
ადამიანს რომ სახის ძვლებს უმტვრევენ, ტრავმირებულს ტოვებენ მთელი ცხოვრება…
ხუთი ათასი ლარით აჯარიმებენ ღარიბი ქვეყნის მოქალაქეს, ცივ ზამთარში რომ შვილი ვეღარ გაათბოს…
რა ყველა?! რა “ნაცი”?! რა სოლიდარობა?!
პირადად არის თითოეული ადამიანი ასეთ დროს მოსაკითხი, დგას თუ არ დგას?!
ვისთან დგას ეგ თემმა არჩიოს. მდაბიო უსახურმა თემმა, რომელსაც სახე არასდროს ჰქონია.
როდესაც მე არასწორად მეხები, შენ ყოველთვის მოგიწევს ჩაიკარგო ყველაში, რომ შენი სახე არ გამოჩნდეს.
მაგრამ თუ გამოისახე სადმე, მოგიწევს თვალის გასწორება ებრაელისთვის,
რომელიც გამწირე ყველასთან ერთად…” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია