დავით ჩიხელიძე: არჩევნები შედგა, მას აქვს ლეგიტიმაცია, რაც ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, როგორიცაა ეუთო/ოდირი

Primetime.ge 1 დღე წინ 12
დავით ჩიხელიძე: არჩევნები შედგა, მას აქვს ლეგიტიმაცია, რაც ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, როგორიცაა ეუთო/ოდირი
ეუთო/ოდირის დასკვნამ, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კითხვები არარელევანტური გახადა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.როგორც ის აღნიშნავს, დასკვნაში პირდაპირ არის ნახსენები ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა, რაც მრავლისმთქმელი დეტალია. შესაბამისად, ექსპერტის თქმით, არჩევნები შედგა და მას აქვს ლეგიტიმაცია.„ეუთო/ოდირის დასკვნამ, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კითხვები არარელევანტური გახადა. არჩევნები შედგა, მას აქვს ლეგიტიმაცია, რაც ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, როგორიც ეუთო/ოდირი არის. ოდირის დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა, რაც მრავლისმთქმელი დეტალია. ფაქტია არჩევნებმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, იყო მცირე ტექნიკური სახის დარღვევები, რომელსაც არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლებით იყო წარმოდგენილი, რაც მათ საბოლოო დასკვნას წონადს და არგუმენტირებულს ხდის.” - წერს ჩიხელიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია