"ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს" ბოლნისის,
დმანისის, თეთრი წყაროსა და
წალკის დელეგატი დავით
შერაზადიშვილი, ბოლნისის
რაიონის მაღალმთიანი
დასახლების სტატუსის
მქონე სოფლების:
ხახალაჯვარის, ჭრეშისა და
დარბაზის მოსახლეობას
შეხვდა. შეხვედრაზე
დელეგატმა ისაუბრა დღემდე
სხვადასხვა სფეროში
მიღწეულ შედეგებსა და
განხორციელებულ
პროექტებზე, ამასთანავე,
მოსახლეობას კიდევ ერთხელ
განუმარტა 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების
მნიშვნელობა და მათი
ჩართულობის აუცილებლობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ
ყველა ერთად ავირჩევთ
მშვიდობას და განვაგრძობთ
ქვეყნის სტაბილურ
განვითარებას“, - განაცხადა
დავით შერაზადიშვილმა.