დავით შერაზადიშვილი: დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ მშვიდობიან განვითარებას - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისში აგრძელებს

Primetime.ge 1 საათი წინ 2
დავით შერაზადიშვილი: დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ მშვიდობიან განვითარებას - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისში აგრძელებს
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით  შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა. შერაზადიშვილის თქმით,  ქვემო ქართლის რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით.„ჩვენი რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით და ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. აქ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები საუკუნეების მანძილზე ერთად მშვიდად, მეგობრულად ვცხოვრობთ. პატივს ვცემთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს, ერთად ვზეიმობთ დღესასწაულებს. ბოლნისი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ცხოვრება ყველას ერთად გვიხარია და ჩვენ ერთად ვიღვწით უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ მშვიდობიან განვითარებას,“-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.დავით შერაზადიშვილთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა აფლატუნ ამაშოვი, რომლის ფესვებიც სოფელ ტალავერიდანაა.
სრულად წაიკითხეთ სტატია