დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“

Primetime.ge 13 საათი წინ 3
დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას „თავზე ხელი უნდა ავიღოთ - დედაქალაქშიც გენერალური ბრძოლისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“ სოციალური ქსელით ეხმიანება.ექსპერტის თქმით, ქართველებს უნდა უხაროდეთ, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე დიდი „საფრთხე“ ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული „ბრძოლაა“.„ახლა Lee Van Der Khabe-ს პიარში არ ჩამომართვათ - რატომ დავდე ეს "გენიალური" მოწოდება. კონტრასტის გამო. დღეს წავიკითხე - თბილისმა „საბოლოოდ“ დაკარგა სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია, რომელიც ბაქომ აითვისა. და აი რატომო: მიუხედავად „ანტიდემოკრატიული“ აზერბაიჯანისა, მას მაინც სტუმრობს მაღალფარდოვანი სიტყვებით ევროკომისარი; სირიაზე (თურქეთის პროქსი-გავლენის ზონაზე) მორიგი ავიადარტყმების მიყენების შემდეგ - ბაქოში თურქეთის საჰაერო სივრცის (!) გამოყენებით 5-დღიანი (!!) ვიზიტით ჩადის ნეთანიაჰუ; ამის შემდეგ ბაქოში ჩადის ერდოღანი; და 9 მაისს პუტინთან ჩადის ალიევი - და სად არისო ამ ყველაფრის ფონზე თბილისი.ამ ყველაფრის ფონზე „თბილისი“ მაგონებს გაზის „პლიტასთან“ მყოფ პატარა ბავშვს, რომელსაც მზრუნველმა მშობლებმა ასანთი წაართვეს და იმის მაგივრად, რომ უხაროდეს - რატომღაც სიმწრის ცრემლები მოსდის. გვიხაროდენ! რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ მოვლენებისგან ამ ეტაპზე (ყოველ შემთხვევაში) რაც შეიძლება შორს ვართ. გვიხაროდენ! რომ კარგ „ჯიგრულ“ ომს თუ დაძაბულობას - „ცუდი“ მშვიდობა გვირჩევნია. და მესამედაც - გვიხაროდენ! რომ ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“. ჩვენ კიდევ: „ბრიუსელი - დამასკო - თელავივი - ბაქო - ანკარა - მოსკოვი“-ს ღერძის პარალელურად - თუ ამ „ბრძოლაში“ დავმარცხდით, მაშინ რა გითხრათ, რით გაგახაროთ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია