როგორც ჩვენი ნაკრებისგან
დავინახეთ, რომ პირველ
ნომრად თამაში შეუძლიათ და
მეტოქეს უკვე თავიანთი
თამაშის სტილს სთავაზობენ,
იმავეს ვაკეთებთ
პოლიტიკაში, დაახლოებით,
ოთხი წელიწადია. მანამდე
სულ უკან ვიყავით და სულ
თავს ვიმართლებდით, -
განაცხადა მედიასთან
„ხალხის ძალის“ წევრმა,
დავით
ქართველიშვილმა.მისი
თქმით, იმით, რომ ისევ
გავასწარით მოვლენებს და
დროებით ჩავეხსენით
რადიკალებისთვის შანტაჟის
იარაღად ქცეულ
მოლაპარაკებებს,
ოპოზიციამ აბსოლუტური
კრახი განიცადა.„როდესაც
ჩვენმა მტრებმა და
დაუძინებელმა მეგობრებმა,
იგივე, შარლ მიშელის
ხელშეკრულება მოგვახვიეს
თავს, ამ ხელშეკრულებიდან
გამოსვლა მოვახერხეთ,
რადგან ანტიქართული და
ანტიკონსტიტუციური იყო და
ყველას დავანახეთ, რომ ამის
უფლება გვქონდა.როდესაც
გიორგი გახარიას
პრემიერ-მინისტრობიდან
გადადგომით რადიკალებს და
მათ პატრონებს ეგონათ, რომ
ძალიან რთულ სიტუაციაში
ჩაგვაგდებდნენ,
ყველასთვის მოულოდნელად
პრემიერ-მინისტრის პოსტზე
ირაკლი ღარიბაშვილი
გამოჩნდა და [ამის ძალიან
დადებითი შედეგებიც]
დავინახეთ.დღეს, როდესაც
ისევ გავასწარით
მოვლენებს [და დროებით
ჩავეხსენით
რადიკალებისთვის შანტაჟის
იარაღად ქცეულ
მოლაპარაკებებს],
ოპოზიციამ აბსოლუტური
კრახი განიცადა - ვეღარც
გამოდიან მათ მიერ აქციაზე
გამოყვანილ ხალხთან და
აღარც იციან, რა უნდა
უთხრან მათ, რადგან მათი
ჭკუით, 16 დეკემბერს რაც უნდა
გაეჟღერებინათ, [რომ
ევროკომისია
მოლაპარაკების გახსნაზე
უარს ამბობდა
საქართველოსთან და ამის
გამო პროტესტი უნდა
აეგორებინათ], ახლა ამას
ვეღარ აკეთებენ, სამი
კვირით ადრე ხომ არ იტყვიან
ამ გეგმის შესახებ და ამით
ყველას ხომ ვერ აჩვენებენ,
რომ ეს ყველაფერი ფარსი და
წინასწარ დაგეგმილი
თამაშია, რომლითაც მათ
რიგებში ბოლო კუდის
მოქნევას აპირებდნენ.
ამიტომ, ეს 6 000-მდე მომიტინგე
ნელ-ნელა მარგინალიზდება,
რის გამოც, აუცილებლად
შეუბრუნდება თავისივე
ლიდერებს. თუმცა,
ამავდროულად, დღეს ვხედავთ
სიტუაციის გამძაფრებას,
ვხედავთ, რომ იმ ე.წ.
მოლოტოვის კოქტეილებს
მართლა ამზადებენ და ამას
ძალიან ხისტი,
სისხლისსამართლებრივი
პასუხი უნდა გაეცეს“, -
აღნიშნა დავით
ქართველიშვილმა.