ფილმებში რომ იციან
წარწერა, ყველა სიუჟეტი
გამოგონილია და რაიმე
დამთხვევა კინოს
პერსონაჟთან შემთხვევითი
ხასიათისააო, ანუ, არც მე არ
მინდა არაფრის თქმა,
მაგრამ, „შემთხვევითი“ იყო,
რომ რუსული (პოლიტიკურად
მეკუთვნის) სერიალის
„Спящие-ს“ უკანასკნელი
სერიის ყურების მეორე დღეს,
საპარლამენტო-საგამოძიებო
კომისიაზე დაბარებული იყო
ბატონი გრიგოლ ვაშაძე, -
წერს სოციალურ ქსელში
„ხალხის ძალის“ წევრი
დავით
ქართველიშვილი.დავით
ქართველიშვილი დროებითი
საპარლამენტო-საგამოძიებო
კომისიის მიერ გრიგოლ
ვაშაძის გამოკითხვას
ეხმაურება.„თვით სერიალი
კი იყო იმ „მიძინებულ" თუ
„დაკონსერვებულ"
აგენტებზე, რომლებსაც
წლების შემდეგ საჭიროების
გამო „აღვიძებენ“ მათ
ტელეფონებზე თუ მეილებზე
მოკლე შეტყობინების
გაგზავნით: „გაიღვიძე!“.
მერე მას ხვდება
რეზიდენტურის
წარმომადგენელი და აცნობს
შესასრულებელ დავალებას.
ეს ფილმი ჯერ კიდევ
მიტრიალებდა თავში,
როდესაც კომისიის
სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეს
მოულოდნელად
ჰკითხეს:„...რუსეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროში რომელ
წლებში მოგიწიათ მუშაობა“.
„არც ერთში!“ - გაიცა
მყისიერი პასუხი, - „მე
ვმუშაობდი სსრკ-ს საგარეო
უწყებაში და საბჭოთა
კავშირის შემდეგ, არც ერთი
დღე არ მიმუშავია რუსეთის
საგარეოში“. აქ კი
ჩავუფიქრდი და კვლავ
სერიალისკენ წავედი: 2007
წლამდე, როდესაც რუსეთის
მოქალაქე გრიგოლ ვაშაძემ
მიიღო შემოთავაზება
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროში
დასაქმების თაობაზე, ეს
МГИМО-ს კურსდამთავრებული,
გამოცდილი, სტაჟიანი
საბჭოთა დიპლომატი
„მიძინებულ“
მდგომარეობაში იყო 15
წელიწადი (1992-2007 წ.წ.)...ვინ
„გაგაღვიძათ“, ბატონო
გრიგოლ და რა მიზნით?
როგორც ეს თავშივე
აღვნიშნე, ამ ჩემს ბოლო
წინადადებას
კინემატოგრაფიული იუმორით
შეხედეთ“, - წერს დავით
ქართველიშვილი.