აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის ლევან
მგალობლიშვილის
ინიციატივის ფარგლებში,
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით
გადაადგილებულ პირთა
მინისტრი დავით ფაცაცია,
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მომსახურების
სააგენტოს
თანამშრომლებთან ერთად,
თბილისში, ნინოშვილის ქ.
№57-სა და ზ. არსენიშვილის ქ.
№28ა-ში მდებარე დევნილთა
განსახლების ობიექტებში
მცხოვრებ აფხაზეთიდან
დევნილ მოქალაქეებს
შეხვდა.მინისტრმა პირადად
დაათვალიერა დევნილთა
განსახლების ობიექტებში
განხორციელებული და
მიმდინარე
ინფრასტრუქტურული
პროექტები და დევნილი
მოსახლეობის საჭიროებებს
გაეცნო.„დევნილ
მოქალაქეებთან უშუალო
კომუნიკაცია, ჩვენი
ერთობლივი მუშაობა და
მოქალაქეების ჩართულობა
არის სწორი გზა იმისათვის,
რომ მათ წინაშე არსებული
პრობლემები სათანადოდ
გადაიჭრას და ჰქონდეთ
ღირსეული საცხოვრებელი
პირობები, შესაბამისად
პერმანენტულად ვხდებით
მოქალაქეებს.განსაკუთრებულ
მადლობას ვუხდით დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს და ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებს, რომელთა
მხარდაჭერითაც
შესაძლებელი გახდა
ქვეყნის მასშტაბით
დევნილთა განსახლების
ობიექტებზე არსებული
კრიტიკული
ინფრასტრუქტურული
პრობლემების ძირითადი
ნაწილის მოწესრიგება“ -
განაცხადა დავით
ფაცაციამ.ინფორმაციას
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
პრესსამსახური ავრცელებს.