საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრი
დავით სონღულაშვილი,
საქართველოს სამთავრობო
დელეგაციასთან ერთად,
რომელსაც საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე მეთაურობდა,
უზბეკეთის რესპუბლიკაში
ოფიციალური ვიზიტით
იმყოფებოდა. მინისტრმა ორი
ქვეყნის მთავრობის
წევრების მონაწილეობით,
საქართველოსა და
უზბეკეთის ეკონომიკური
თანამშრომლობის
მთავრობათაშორისი
კომისიის მე-10 სხდომაში
მიიღო მონაწილეობა.
მხარეებმა დღის წესრიგით
გათვალისწინებული
მნიშვნელოვანი საკითხები
განიხილეს.„ძალიან დიდი
პოტენციალი აქვს
საქართველოს
აგროსასურსათო პროდუქციას
და საექსპორტო
მიმართულება უზბეკეთში
განსაკუთრებულად
აღსანიშნავია. ეს
შესაძლებლობები
ასათვისებელია“, -
განაცხადა გარემოს
დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრმა,
დავით
სონღულაშვილმა.როგორც
მინისტრმა აღნიშნა,
უწყებებს შორის სამოქმედო
გეგმა ორ ქვეყანას შორის
აქტიური თანამშრომლობის
გაძლიერების
საფუძველია.„მემორანდუმი
ითვალისწინებს დამატებით
და აქტიურ თანამშრომლობას
როგორც
სამეცნიერო-კვლევითი,
ასევე, ვაჭრობის
ხელშეწყობის
მიმართულებებით, რაც,
თავისთავად ცხადია,
პირდაპირ აისახება
აგრარულ სექტორზე და ხელს
შეუწყობს ქვეყნის
ეკონომიკურ გაძლიერებას“, -
აღნიშნა დავით
სონღულაშვილმა.