დავით სონღულაშვილი: დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სარწყავი წყალი 165 000 ჰექტრამდე მიწის ფართობს შეუფერხებლად მიეწოდება და ეს რიცხვი ეტაპობრივად იზრდება

Primetime.ge 5 საათი წინ 6
დავით სონღულაშვილი: დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სარწყავი წყალი 165 000 ჰექტრამდე მიწის ფართობს შეუფერხებლად მიეწოდება და ეს რიცხვი ეტაპობრივად იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.„აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების რაციონალურად გამოყენებისთვის აუცილებელია, ფერმერებს სარწყავ წყალზე შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ. სახელმწიფო გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. შედეგად, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სარწყავი წყალი 165 000 ჰექტრამდე მიწის ფართობს შეუფერხებლად მიეწოდება და ეს რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. აქვე მინდა აღვნიშნო. რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამაზე, რომელიც გააუმჯობესებს წყალმომხმარებლებთან კომუნიკაციას და მომსახურების მექანიზმებს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 12 სოფელი: ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო, ამბაროვკა, ასევე, ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.ჩატარებული სამუშაოები რეგიონში 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს, რაც ხარისხიან მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 4,7 მლნ ლარია, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.დღეის მდგომარეობით, ქვემო ქართლის რეგიონში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 4 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, დაახლოებით 10 065 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრისმოადგილე კახა კაკაბაძე,სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი იმყოფებოდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია