დავით სიმონია: ვუსამძიმრებ კესარია აბრამიძის ოჯახს… ვგმობ ყოველგვარ ძალადობრივ მოწოდებებს იმ ადვოკატების მიმართ, რომლებიც კანონის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ მოვალეობებს

News.ge 3 თვის წინ 48
დავით სიმონია: ვუსამძიმრებ კესარია აბრამიძის ოჯახს… ვგმობ ყოველგვარ ძალადობრივ მოწოდებებს იმ ადვოკატების მიმართ, რომლებიც კანონის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ მოვალეობებს
“თავდაპირველად ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ კესარია აბრამიძის ოჯახს.
სამწუხაროა, რომ საქართველოში მოხდა ეს საზარელი ფაქტი და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელდება ყველა კანონიერი ქმედება მართლმსაჯულების აღსრულებისათვის.
ასევე ვგმობ ყოველგვარ ძალადობრივ მოწოდებებს და სიძულვილის გამომხატველ გამონათქვამებს იმ ადვოკატების მიმართ, რომლებიც კანონის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ მოვალეობებს.
ყველა ადამიანს აქვს უფლებები! ყველა უნდა იყოს და არის კიდეც თანასწორი კანონის წინაშე! ეს არის უმაღლესი ღირებულება, რომელიც გვიცავს თითოეულ ჩვენგანს ნებისმიერი უფლების ეფექტიანად სარგებლობისას.
მოწოდება იმისა, რომ ადვოკატმა არ დაიცვას ბრალდებული პირის უფლებები, არის იმის წახალისება, რომ დაირღვეს კანონი და დაშვებულ იქნეს უთანასწორობა ადამიანის უფლებებით სარგებლობისას.
იურიდიული დახმარების სამსახური საკუთარი მანდატის ფარგლებში, ყოველთვის დაიცავს ყველა იმ მოქალაქის უფლებას, რომლებიც საჭიროებენ აღნიშნულს და ასევე, გვერდით დაუდგება ყველა იმ საზოგადოებრივ ადვოკატს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან მართლმსაჯულებას, თუმცა ხდებიან სიძულვილის ენის მსხვერპლნი.
ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ადვოკატ სალომე არდოტელს და გიორგი მდინარაძეს,” – წერს სოციალურ ქსელში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და მუქარის შემცველ გამოხმაურებებს აქვეყნებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია