ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ
პირველის“ ჟურნალისტების
მიმართ და არა მარტო მათ
მიმართ. ის, რაც ამ ბოლო
პერიოდში ჟურნალისტებზე
მოხდა, უნდა იყო გარეწარი
ადამიანი, რომ გაამართლო, -
განაცხადა კულტურის
პალატის პრეზიდენტმა, დათო
ოქიტაშვილმა გადაცემაში
„იმედი Live“, ქვეყანაში
მიმდინარე პროცესებზე
საუბრისას.„ვგმობ ამ
ინციდენტს „ტვ პირველის“
ჟურნალისტების მიმართ და
არა მარტო მათ მიმართ. ის,
რაც ამ ბოლო პერიოდში
ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა
იყო გარეწარი ადამიანი, რომ
გაამართლო. ჩემი
მხარდაჭერა მათ. ვემიჯნები
ყველანაირ ძალადობას,
რომელ მხარესაც არ უნდა
იყოს ეს. როდესაც
ჟურნალისტები
ოპერატორებთან ერთად
აკეთებენ თავიანთ საქმეს
და შენ ასე ვანდალურად
სცემ, წარმოუდგენელია. ვერც
ვსაუბრობ ამაზე. არ მეგონა,
რომ ასეთ ფაქტებს ექნებოდა
ადგილი. ვფიქრობ, სათანადოდ
უნდა დაისაჯონ ის
ადამიანები, ვინც ეს
იკადრა“, - აღნიშნა
ოქიტაშვილმა.„ტვ
პირველის“ ჟურნალისტ მაკა
ჩიხლაძეს და ოპერატორს
პირდაპირ ეთერში
მუშაობისას თავს დაესხნენ
და ფიზიკურად გაუსწორდნენ.