„ქართული ოცნების“
დღევანდელ ყრილობაზე
პარტიის თავმჯდომარის
არჩევასთან და
პოლიტსაბჭოს
განახლებასთან ერთად
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
არჩევნებისთვის
მზადებაზეც იმსჯელებენ.
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
დავით მათიკაშვილის
განცხადებით, არჩევნები
ყრილობაზე ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხი
იქნება.„პარტია „ქართული
ოცნება - დემოკრატიული
საქართველო“ აირჩევს
თავმჯდომარეს, ასევე
განახლდება პოლიტსაბჭოს
შემადგენლობა. იქნება
მსჯელობა სხვა
მნიშვნელოვან მიმდინარე
პოლიტიკურ საკითხებზეც.
პარტიის თავმჯდომარე
იქნება საზოგადოებისთვის
კარგად ნაცნობი სახე,
გამოცდილი პოლიტიკოსი.
რომელიც პარტიულ
საქმიანობას კიდევ უფრო
მეტად წინ
წაიყვანს.თვითმმართველობის
არჩევნები არის ის
მნიშვნელოვანი თარიღი,
რომელიც გვიახლოვდება,
სადაც საჭიროა პარტიული
მობილიზება, შესაბამისი
სტრუქტურების გამართული
ფუნქციონირება. ცხადია, ეს
საკითხი მნიშვნელოვან
საკითხთა შორის იქნება
ხაზგასმული“, - განაცხადა
დავით მათიკაშვილმა.დღეს
„ქართული ოცნების“ რიგით
მეცხრე ყრილობა
გაიმართება. ყრილობაზე
მმართველი პარტიის ახალი
თავმჯდომარის ვინაობა
გახდება ცნობილი.პარტიის
წესდების შესაბამისად,
პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულ
თავმჯდომარეობის ახალ
კანდიდატს, „ქართული
ოცნების“ დელეგატებს
საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი
წარუდგენს.