დავით მათიკაშვილი საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მიმართ მუქარაზე: ის გახდა ბულინგის მსხვერპლი თავის ქვეყანაში

Primetime.ge 3 დღის წინ 5
დავით მათიკაშვილი საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მიმართ მუქარაზე: ის გახდა ბულინგის მსხვერპლი თავის ქვეყანაში
ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლაური ლაატი საკუთარ ქვეყანაში ბულინგის მსხვერპლი გახდა, უფრო მეტიც, მას რეპრესიებითაც ემუქრებიან, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა.„ჩვენ გვქონდა ერთხელ შეხვედრა მასთან ტალინში და მაშინაც მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერა ჰქონდა მას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ნამდვილად პატივისცემას იმსახურებს და აი, ამ მხარდაჭერის გამო, როგორც ეტყობა ის გახდა ბულინგის მსხვერპლი თავის ქვეყანაში, არათუ ბულინგის, არამედ მას რეპრესიებითაც ემუქრებიან და კიდევ ერთხელ ჩანს, რომ უსამართლო, უშინაარსო და ანტიქართულ მიმართულებას ვაწყდებით, რომელიც, იმედს გამოვთქვამთ, რომ ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ლაური ლაატსს გადაყენებით ემუქრებიან, ვინაიდან ის საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია