სანამ უკრაინაში ომი
მიმდინარეობს,
საქართველოს საკითხი „დიფ
სთეითის“, იგივე
„გლობალური ომი პარტიის“
დღის წესრიგიდან რა თქმა
უნდა არ ჩამოსულა, -
განაცხადა გადაცემა „დღის
ქრონიკაში“ საპროცედურო
საკითხთა და წესების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ, დავით
მათიკაშვილმა საქართველოს
წინააღმდეგ დაბეჭდილ
სტატიებზე
საუბრისას.„დაძაბულობა,
საზოგადოების
დეზინფორმირება,
დისონანსის შეტანა,
მცდელობა, რომ მმართველ
რგოლად მოევლინონ აქაურ
ხელმოცარულ რადიკალურ
ოპოზიციას, არის
ერთადერთის მანიშნებელი,
რომ „დიფ სთეითი“
მაქსიმალურად ცდილობს,
მიუხედავად შეერთებულ
შტატებში პოზიციების
შედარებით დათმობისა, უკვე
ევროპული პლაცდარმით
საკუთარი მიზნების
მიღწევას, თუმცა არც
ამერიკულ პლაცდარმზე არ
ამბობს უარს.ფაქტია, რომ
უკრაინის თემის საბოლოო
მოგვარება, რა თქმა უნდა
ადეკვატურ გავლენას
იქონიებს ამ მოცემულობაზე.
როგორც ბრიუსელიდან, ასევე
ვაშინგტონიდანაც და მთელი
მსოფლიოდან, საქართველოს
მიმართ არსებული
დამოკიდებულება კარგი
ინდიკატორი იქნება იმის,
რამდენად შეძლეს ახალმა
ძალებმა, რომლებიც
შეერთებულ შტატებში არიან
პოლიტიკაში მოსული, „დიფ
სთეითთან“ მიმართებით
საკუთარი ბრძოლის
წარმატებით
განხორციელება, ან
დასრულება. ამაში
წარმატებას ვუსურვებთ
ყველას, განსაკუთრებით
ამერიკის დღევანდელ
პრეზიდენტს.რაც შეეხება ამ
პუბლიკაციას, ფაქტია, რომ
შეკვეთილი სტატიაა,
რომელიც არის სერგი
კაპანაძის, თუ თინა
ხიდაშელის, თუ ამ
კონკრეტული არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ
გამოყოფილი რაღაც გრანტით
ანუ დაფინანსებით
გადახდილი ფულით
შეკვეთილი და სადაც რისი
დაწერა და სურვილიც
გაუჩნდება ვიღაც
კონკრეტულ ჟურნალისტს,
რომელიც ასევე ბუნებრივია,
რომ „დიფ სთეითის“ წიაღში
მოიაზრება, თეთრზე დაწერს
შავს, შავზე თეთრს და ამით
ცდილობს საზოგადოების
შეცდომაში შეყვანას. წერონ
და იკითხონ, რადგან აზრი არ
აქვს ამ ყველაფერს“, -
აღნიშნა დავით
მათიკაშვილმა.