საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის,
დავით მათიკაშვილის თქმით,
თითოეული ცვლილება,
რომელიც აღმასრულებელ
ხელისუფლებაში ხდება,
მხოლოდ ეფექტურ მართვაზეა
ორიენტირებული. როგორც
დეპუტატმა „დღის
ქრონიკაში“ აღნიშნა, სამ
უწყებას სათავეში სამი
მაღალი დონის
პროფესიონალი
ჩაუდგება.„სამი მაღალი
დონის პროფესიონალი, სამი
უწყების ხელმძღვანელად - ეს
არის კიდევ უფრო მეტი
ეფექტურობის გაზრდა
სახელისუფლებო რგოლში. ამ
სამი უწყებიდან ერთი
უწყება გამოეყოფა
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს, იქნება
რეგიონების მიმართულებით
ცალკე სამინისტრო და მას
გრიგოლ ლილუაშვილი
უხელმძღვანელებს. ეს
მიმართულება ძალიან
მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის
ზრდა, ქვეყნის ეკონომიკური
წინსვლა, დეცენტრალიზაცია
და რეგიონების
განვითარება არის
არსებითად შემადგენელი
ნაწილი ქვეყნის
განვითარების და ამ
მიმართულებით წარმატება
და წინსვლა ადეკვატურად
უნდა იყოს ასახული
სახელისუფლებო რგოლში და
მას ცალკე მიმართულება
უფრო ეფექტურად
მოაგვარებს. გრიგოლ
ლილუაშვილს აქვს საკმაოდ
დიდი გამოცდილება. ის
პარლამენტში ამ პროფილური
მიმართულების კომიტეტს
ხელმძღვანელობდა.შემდგომი
მაღალი დონის
პროფესიონალი არის ბატონი
ანრი ოხანაშვილი. მე წლების
განმავლობაში მომიწია
მასთან მუშაობა. ის არის
მაღალი დონის
პროფესიონალი იურისტი.
ანრი ოხანაშვილი კიდევ
უფრო მეტს შემატებს
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს.იუსტიციის
მინისტრის კანდიდატად
პაატა სალია,
საზოგადოებისთვის კარგად
ცნობილი იურისტი და
ადვოკატია. მაღალი დონის
პროფესიონალი ჩაიბარებს
იუსტიციის
სამინისტროს.ეფექტური
მართვის კონტექსტში კიდევ
უფრო მეტად გაღრმავება
მყისიერი ეფექტური,
მოქნილი სახელისუფლებო
რგოლის მაღალი დონის
პროფესიონალებით - ეს არის
მიზანი სახელისუფლებო
ცვლილებების და რა თქმა
უნდა ამ მიზანს ჩვენ
აუცილებლად მივაღწევთ“, -
აღნიშნა დავით
მათიკაშვილმა.საქართველოს
მთავრობაში საკადრო
ცვლილებები
განხორციელდება, რომლის
თანახმად, ცალკე
სამინისტროდ
ჩამოყალიბდება რეგიონული
განვითარების სამინისტრო,
რომელსაც გრიგოლ
ლილუაშვილი
უხელმძღვანელებს,
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე პარლამენტს
ანრი ოხანაშვილის
კანდიდატურა წარედგინება,
იუსტიციის მინისტრის
თანამდებობას კი პაატა
სალია დაიკავებს.