აქ არის უპირველესად, რა
თქმა უნდა, გამსაღებლებზე
და მათ მიმართ საკმაოდ
მძიმე სანქციებზე საუბარი
საკანონმდებლო
განაწესების კუთხით, -
განუცხადა ჟურნალისტებს
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით მათიკაშვილმა
ნარკოპოლიტიკის
გამკაცრებასთან
დაკავშირებით
საკანონმდებლო
ცვლილებებზე
საუბრისას.მისივე თქმით,
მთლიანად, ადეკვატურად
უდგება სახელმწიფო ამ
მოცემულობას.„რაც შეეხება
სავალდებულო მკურნალობას,
ეს არის ის საკითხი,
რომელიც იქნება ასევე
შემოთავაზებული
საზოგადოებისთვის. იქნება
ამ საკითხის გარშემო კიდევ
მსჯელობა და იმ ფორმით და
იმ სახით იქნება
წარმოდგენილი, რომ უკეთ და
უკეთეს შედეგამდე
მიიყვანს ამ კუთხით როგორც
რეფორმას, ასევე
კონკრეტულად იმ პირებს,
ვისაც ეს კონკრეტული
განაწესი შეეხება“, -
აღნიშნა დავით
მათიკაშვილმა.