მოუწევთ იმ ფაქტის
აღიარება, რომ „ქართული
ოცნება“ დამაჯერებლად
დაამარცხებს რადიკალურ
ოპოზიციას. ყველა
ობიექტური დამკვირვებელი
დაინახავს, რომ ეს იქნება
თავისუფალი, დემოკრატიული
არჩევნები, - განაცხადა
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
დავით მათიკაშვილმა
გადაცემაში „დღის
ქრონიკა“.წამყვანმა მას
ჰკითხა, რომ მაშინ, როდესაც
საერთაშორისო
დამკვირვებლების და
ორგანიზაციების აღიარება
მნიშვნელოვან როლს
თამაშობს არჩევნების
აღიარებაში და როდესაც
ასეთი მოლოდინია, როგორ
აპირებს ამ გამოწვევის
დაზღვევას
ხელისუფლება.„ამ
გამოწვევის დაზღვევის გზა
არის ერთადერთი - ეს არის
სიმართლე, გამჭვირვალე,
დემოკრატიული არჩევნები,
რომელსაც ჩვენ ვატარებთ და
ის დიდი გამარჯვება, რასაც
„ქართული ოცნება“
მოიპოვებს ჩვენს
საზოგადოებასთან ერთად.
ობიექტური დამკვირვებელი
ყველაფერს დაინახავს. რაც
შეეხება მცდელობას, რომ
პირიქით, აქეთ მოახდინონ
სიტუაციის არასწორი
წარმოჩინება, გაყალბება,
როგორც ამას წინა
არჩევნების დროს
პარალელური დათვლის
საშუალებით ახორციელებდა
ერთ-ერთი არასამთავრობო
ორგანიზაცია და
საზოგადოებას ეს კარგად
ახსოვს, მოუწევთ იმ ფაქტის
აღიარება, რომ „ქართული
ოცნება“ დამაჯერებლად
დაამარცხებს რადიკალურ
ოპოზიციას. ყველა
ობიექტური დამკვირვებელი
დაინახავს, რომ ეს იქნება
თავისუფალი, დემოკრატიული
არჩევნები და ამ
არჩევნებში ძალიან დიდი და
დამაჯერებელი გამარჯვება
იქნება „ქართული ოცნების“
და მთელს მსოფლიოს მოუწევს
ამის აღიარება“, - აღნიშნა
მათიკაშვილმა.