მილიონ ასოცი ათასი
ადამიანი ტყუილად არ
მდგარა რიგში, არ მიუცია
„ქართული ოცნებისთვის“
ხმა იმისთვის, რომ შარლ
მიშელი იქნება, თუ რომელიმე
სხვა ევროჩინოვნიკი, მისი
შეხედულებიდან
გამომდინარე, აქ
[საქართველოში] რაიმე
შეიცვალოს, - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
თავმჯდომარემ,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
დავით
მათიკაშვილმა.წამყვანმა
მას ჰკითხა, რაზე შეიძლება
მიანიშნებდეს ოპოზიციის
განცხადებები ახალარჩეული
პარლამენტის შეკრებამდე
როდესაც ამბობდა, რომ
არანაირი „შარლ მიშელი 2“
ქართულ პოლიტიკაში არ
იქნება და დღეს მოვისმინეთ
განცხადება, რომ კრიზისის
განმუხტვაში დასავლეთის
ჩართულობა არის
მნიშვნელოვანი.„რეალურად
ის, რომ „შარლ მიშელი 2“ არ
იქნება, ეს ალბათ ის
საკითხია, სადაც ყველა
ვთანხმდებით.
კონსტიტუციის ფარგლებს
გარეთ გასვლა, იმ ნაბიჯების
გადადგმა, რომელიც არც
სამართლებრივად, არც
კონსტიტუციურად ოპოზიციას
არ ეკუთვნის და მას უნდა
დაუთმო. დასრულდა ამაზე
საუბარი. მილიონ ასოცი
ათასი ადამიანი ტყუილად არ
მდგარა რიგში, არ მიუცია
„ქართული ოცნებისთვის“
ხმა იმისთვის, რომ შარლ
მიშელი იქნება, თუ რომელიმე
სხვა ევროჩინოვნიკი, მისი
შეხედულებიდან
გამომდინარე, აქ
[საქართველოში] რაიმე
შეიცვალოს. არის
საქართველოს კონსტიტუცია
და ეს კონსტიტუცია
მოქმედებს. ამიტომ არა
„შარლ მიშელი 2“, არამედ
დიალოგი“, - აღნიშნა
მათიკაშვილმა.