დავით მათიკაშვილი კაპროვანთან მიმდინარე ტრენინგზე: ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, როგორც კი პროტესტი კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი

Primetime.ge 3 საათი წინ 9
დავით მათიკაშვილი კაპროვანთან მიმდინარე ტრენინგზე: ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, როგორც კი პროტესტი კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი
 ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.მათიკაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა. დეპუტატის შეფასებით, ამგვარი ნაბიჯები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. “ისინი ცხადია, საკუთარი მიზნებს ვერ მიაღწევენ. ყველა ის რესურსი, რომლითაც სარგებლობენ რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან შემოსული, ბუნებრივია რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. თუკი ნებისმიერი პროტესტი იქნება კანონის ფარგლებში, ქვეყანა არის დემოკრატიული და ეს გასაგებია. როგორც კი ეს კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან.  
სრულად წაიკითხეთ სტატია