დავით მათიკაშვილი: ის, რომ შემდეგი დღეებისთვის მიდის გამალებული მზადება ოპოზიციური რადიკალური ფლანგისგან და არა არჩევნების დღისთვის, ეს საზოგადოებისთვისაც არახალი ფაქტია

Primetime.ge 2 თვის წინ 88
დავით მათიკაშვილი: ის, რომ შემდეგი დღეებისთვის მიდის გამალებული მზადება ოპოზიციური რადიკალური ფლანგისგან და არა არჩევნების დღისთვის, ეს საზოგადოებისთვისაც არახალი ფაქტია
სხვა არჩევნებისგან განსხვავებით დღეს, ოდნავ განსხვავებული მოცემულობაა. ეს ის მოცემულობაა რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს იმედებს, ჩვენს რწმენას ჩვენს საზოგადოებაში. ქართველი ხალხის სიბრძნეს, იმის გააზრების ძალიან დიდ უნარს სად მშვიდობა და მშვიდობიანი ცხოვრების გარანტიები და სად არის ძალიან დიდ რისკი მყისიერად საომარი მოქმედებების დაწყების. ასე, რომ ეს ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.მისი თქმით, ოპოზიციის შანსები არჩევნებზე ნულოვანია და სწორედ ეს გაახმოვანა ნიკა გვარამიამ.„საქართველოში არჩევნები არის თავისუფალი და საზოგადოება თავისუფლად მიიღებს გადაწყვეტილებას. ის რა პროგნოზიც ჩვენ გვაქვს და რა მოლოდინებიც ჩვენ გვაქვს, პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს სრული შანსი იმის, რომ არა თუ უბრალოდ გაიმარჯოს, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს კიდევ ცალკე კიდევ სხვა პოლიტიკური პროცესების დასაწყისი იქნება. ასე, რომ როგორი მაშველი რგოლის ფუნქციაც არ უნდა ჰქონდეს დღეს ამ შემთხვევაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ოპოზიციისთვის პოლიტიკური დივიდენდების ნაწილში ვერ იქნება მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი, მათი პოლიტიკური წონა რაც აქამდე იყო იგივე არის და იგივე დარჩება.არჩევნებზე, როგორც ლეგალურად ხელისუფლებაში მოსვლის გზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შანსები არის ნულის ტოლი. ის დიდი ხანია აგებს არჩევნებს, ის აგებდა არჩევნებს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მაგრამ აყალბებდა ამ ყველაფერს და 2012 წლიდან დღემდე აბსოლუტურად ყველა არჩევნები აქვს ქართულ ცნებასთან წაგებული. ის რომ შემდეგი დღეებისთვის მიდის გამალებული მზადება ოპოზიციური რადიკალური ფლანგისგან და არა არჩევნების დღისთვის, ეს საზოგადოებისთვისაც არახალი ფაქტია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან ის სულ იტყუება. მისივე თქმით, დასავლელი ელჩები ემზადებიან არჩევნების შემდეგ „ბასრი განცხადებები გააკეთონ“.
სრულად წაიკითხეთ სტატია