დავით მათიკაშვილი: ვერ შედგა „ნაცმაიდანი“, ვერ უზრუნველყო არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე დაწერილი სცენარით ცალკეულმა რადიკალურმა ძალებმა საქართველოში რევოლუციის მოხდენა

Primetime.ge 1 თვე წინ 16
დავით მათიკაშვილი: ვერ შედგა „ნაცმაიდანი“, ვერ უზრუნველყო არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე დაწერილი სცენარით ცალკეულმა რადიკალურმა ძალებმა საქართველოში რევოლუციის მოხდენა
ვერ შედგა „ნაცმაიდანი“, ვერ უზრუნველყო არჩევნებამდე თვე ნახევრით ადრე დაწერილი სცენარით ცალკეულმა რადიკალურმა ძალებმა საქართველოში რევოლუციის მოხდენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.„ჩხუბის მერე მუშტებს არ იქნევენ, ჩხუბი დასრულდა. დასრულდა იმით, რომ რეალურად არანაირი რესურსი და ძალა იმის, რომ რადიკალური ოპოზიციას რაიმე ფორმით წარმატებას მიეღწია თავის დესტრუქციაში, საქართველოში მათ არ ჰქონდათ. ამიტომ ის დრო მოვიდა ამ ყველაფერს მოჰყვეს გადაფასება მათი მხრიდან, ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ვისაც ცეცხლი არ დაუნთია, პოლიციელი არ გაუწირავს დასაწვავად და ა.შ. და ვისტისაც პოლიტიკური ველი არის ჯერ კიდევ თავისუფალი ამ ყველაფრისგან. მათ კვლავ შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, ვინც დღეს კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ გადადგამს ძალიან დიდი შანსია, რომ საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ველიდან.ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვა. ძალიან კარგი იქნება, თუკი ყველა პოლიტიკური ძალა გაიაზრებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, თავს დაანებებს იმ დესტრუქციას, რითაც სამწუხაროდ თავი გამოიჩინეს ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების წინაშე და შეუდგებიან პოზიტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა „ნაცმოძრაობის“ კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალად გადაქცევა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ნებისმიერი რამ ფანტასტიკის სფეროდან.ქვეყანა არის ძლიერი, ქვეყანა დგას ფეხზე, ყველა ინსტიტუტი მუშაობს შესაბამისი რეჟიმით და თუკი გადაწყვეტენ და დღეს პოლიტიკას ჩამოსცილდებიან ეს ძალები მათ გაქრობისთვის იქნება ეს უკეთესი, ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება უკეთესი, თუმცა რეალურად მათთვის რა თქმა უნდა იქნება უარესი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია