დავით მათიკაშვილი დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეზღუდვის მუქარაზე: ეს არის ანტიქართული და უფრო მეტიც ანტიევროპული გადაწყვეტილება

Primetime.ge 5 დღის წინ 16
დავით მათიკაშვილი დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეზღუდვის მუქარაზე: ეს არის ანტიქართული და უფრო მეტიც ანტიევროპული გადაწყვეტილება
მიუხედავად იმისა, რომ 16 დეკემბერს გამართულ ევროსაბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს შედეგობრივი თვალსაზრისით სიმბოლური ხასიათი, ის მაინც აუცილებლად უნდა შეფასდეს, როგორც ანტიქართული გადაწყვეტილება. მეტსაც გეტყვით - ეს არის ანტიევროპული გადაწყვეტილება, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ავტორიტეტი და ავტორიტეტის გაფრთხილება საქართველოში, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილებები ქვეყნის მიმართ აზიანებს ამ ავტორიტეტს.„ეს არის ის ავტორიტეტი, რომლის მიმართებითაც ჩვენი ქართული საზოგადოების მზაობა გახდეს ევროკავშირის წევრი გარკვეულწილად სწორედ ამ ავტორიტეტის ხაზზე გადის და როდესაც ჩვენ გვესმის გადაწყვეტილებები, რაც თავისთავად, პირველ რიგში, აზიანებს ევროკავშირის ავტორიტეტს, გვიჩნდება შემდგომ უკვე უფრო მეტი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა, რომ ისევ ჩვენ ვიფიქროთ იმ ავტორიტეტზე, რაზედაც პირველ რიგში, თვითონ ევროპული მხარეა ვალდებული იფიქროს. როდესაც ჩვენ ანტიქართულ გადაწყვეტილებას ვაწყდებით და ეს ყველაფერი თან არის ტყუილით, არასწორი ნარატივით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტირებით ყველაფერი ამით შემდგარი, რასაც საზოგადოება აკვირდება, ბუნებრივად ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ეს ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს, რაც არის ძალიან კონტპროდუქტიული იმ მიზნებისთვის, ცხადია, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია - ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, რომ კონკრეტულ ევროჩინოსანზე არ გადის ეს ავტორიტეტი, რადგან ის დღეს არის თანამდებობაზე და ხვალ აღარ იქნება. ასევე, ის გეგმა საქართველოსთან მიმართებაში, რაც უკრაინაში ომის გამო არის გამოწვეული აუცილებლად ჩაცხრება, შეიცვლის ფორმას, ისევე როგორც 20 იანვრის შემდგომ ამერიკაში ახალი არჩეული პრეზიდენტის თეთრ სახლში შებრძანების შემდეგ.„ამიტომ, ბუნებრივია, ახლა ერთ და ორ ჩინოსანზე ვერ გაივლის ეს ავტორიტეტი, მაგრამ როდესაც საქართველოს მიმართებით რაიმე სახის გადაწყვეტილება გამოაქვთ, კარგად მოუსმინონ იმ ქვეყნის ლიდერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს ვინც, მაგალითად, გუშინ დაბლოკა ის გადაწყვეტილებები, მძიმე გადაწყვეტილებები, ყოვლად უსაფუძვლო, უსამართლო, რასაც, სამწუხაროდ, ეს ძალები საქართველოს წინააღმდეგ ამზადებდნენ და ამ ფორმალური გადაწყვეტილებით შემოიფარგლნენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია