დავით მათიკაშვილი: გახარია იქნება ეს თუ სხვა პირი, ყველა ვალდებულია მობრძანდეს და კომისიას გასცეს პასუხები დასმულ კითხვებზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 24
დავით მათიკაშვილი: გახარია იქნება ეს თუ სხვა პირი, ყველა ვალდებულია მობრძანდეს და კომისიას გასცეს პასუხები დასმულ კითხვებზე
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა და ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის და კომისიისთვის ყველა იმ პირის პასუხი, ვინც კომისიაზე იქნება დაბარებული, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.„თქვენ იცით, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდა, ის თავდაპირველად იყო 2012 წლამდე მოვლენების შემსწავლელი კომისია, შემდგომ უკვე მოხდა მისი მანდატის გაფართოება და ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა ყველა იმ პირის პასუხი საზოგადოებისთვის და კომისიისთვის, ვინც იქნება კომისიაზე დაბარებული. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველა ვალდებული იქნება, გახარია თუ სხვა პირი, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მობრძანდეს და კომისიას გასცეს ის პასუხები, რაზეც მათ დაუსვამენ კითხვას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გიორგი გახარიას იბარებს. თეა წულუკიანის განცხადებით, საუბარია 20 ივნისის საქმეზე. გარდა ამისა, კომისია საქმიანობის ვადის ერთი თვით გახანგრძლივებას გეგმავს. შესაბამისი თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ. საბოლოო დასკვნას კომისია საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას წარმოადგენს.
სრულად წაიკითხეთ სტატია