დავით კოდუა: ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა სოფელი ხიბულა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად აქცია - ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია სამშობლოს სიყვარულის

Primetime.ge 2 საათი წინ 3
დავით კოდუა: ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა სოფელი ხიბულა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად აქცია - ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია სამშობლოს სიყვარულის
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს გიორგი გამსახურდიას მხარადჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის მადლობას უხდის.კოდუა პირველი პრეზიდენტის შესახებაც წერს და ამბობს, რომ ის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გაიზარდა და უმძიმეს წლებში მის სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები.„მადლობა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ადამიანის, ზვიად გამსახურდიას ოჯახს და პირველი პრეზიდენტის შვილს, გიორგი გამსახურდიას, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის.მე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გავიზარდე, იმ უმძიმეს წლებში ჩემს სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები, უდიდესი იყო ამ ადამიანების შემართება, სამშობლოსა და ზვიად გამსახურდიას სიყვარული.ზვიად გამსახურდია არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი, რომელიც ცოცხალი მაგალითია ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების, საქართველოსთვის თავგანწირვის. მადლობა პირველ პრეზიდენტს, რომ მან თავი ამ ქვეყნის თავისუფლებას მიუძღვნა, ეს დიდი ტვირთი და ამავდროულად, უდიდესი სიამაყეა მისი ოჯახისთვის.ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა და მისი იდეების დაცვა ჩვენი და მომავალი თაობების ვალია. გუშინ ჩვენ ზუგდიდში დავასრულეთ, პირველი პრეზიდენტის სახელობის ახალგაზრდული სივრცისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი საქმე ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება.ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი საქმე გააკეთა სოფელ ხიბულაში, სადაც ფონდმა „ქართუმ“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა პრეზიდენტის მემორიალურ სახლს, ააშენა ტაძარი და კომპლექსი, სოფელში მოეწყო სრული ინფრასტრუქტურა და ზვიად გამსახურდიას სახელით ბიძინა ივანიშვილმა ხიბულა აქცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სოფლად. ქვეყნის მასშტაბით დაიდგა პირველი პრეზიდენტის ბიუსტები, დარბაზებს, საგამოფენო სივრცეებს ეწოდა ზვიად გამსახურდიას სახელი - თუმცა ეს საკმარისი არ არის, მისი ამაგი ფასდაუდებელია - ზვიად გამსახურდიამ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა და ქვეყანა გამოსტაცა საბჭოთა ოკუპაციას“ - წერს დავით კოდუა.
სრულად წაიკითხეთ სტატია