„ქართული ოცნების“
ზუგდიდის დელეგატმა დავით
კოდუამ საარჩევნო
კამპანიის დაწყებიდან
დღემდე, სამი კვირის
განმავლობაში 21 სოფლის
70-მდე უბანში და ქალაქის 20-ზე
მეტ ქუჩაზე კარდაკარის
პრინციპით შეხვედრები
გამართა.ამჯერად კი
მმართველი გუნდის
დელეგატი სოფლების
მიხედვით გაფართოებულ
შეხვედრებს იწყებს - ამ
ფორმატით დავით კოდუა
მოქალაქეებს ანაკლიაში,
განმუხურსა და ერგეტაში
შეხვდა.