დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება - ნაძალადევის რაიონის გამგებელი

Primetime.ge 5 საათი წინ 11
დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება - ნაძალადევის რაიონის გამგებელი
ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ანდღულაძის განცხადებით, დადიანის 2 ნომერში საცხოვრებელი კორპუსი ავარიული იყო და მათ ადგილობრივებს არაერთხელ შესთავაზეს ქირით გასულიყვნენ, მაგრამ მათგან უარი მიიღეს.როგორც ანდღულაძემ განაცხადა, დღევანდელ შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა, ხოლო მოსახლეობის საცხოვრბელ პირობებს მერია უზრუნველყოფს ჯერ სასტუმროში, შემდეგ ქირით."დავათვალიერეთ, მიმდინარეობს მოკვლევა და დასკვნა დაიდება. ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად ქირით გავიყვანთ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება ქირით გაყვანაზე და შემდეგ, გლობალური მასშტაბით ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ უარი განაცხადეს. მუნიციპალიტეტს, მერიას და გამგეობას ყველასთან ჰქონდა შეთავაზება, რომ ქირით გასულიყვნენ",- განაცხადა გამგებელმა.დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა - საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილიდან მსუბუქად დაშავებული 2 პირი გამოიყვანა.
სრულად წაიკითხეთ სტატია