შარშანდელი წელი იყო
მთლიანობაში წარმატებული
ჩვენი ქვეყნისთვის.
დაახლოებით 9%-იანი
ეკონომიკური ზრდით
ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა
ეკონომიკამ 2024 წელს
გადააჭარბა 90 მლრდ ლარს, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.პრემიერმა
აღნიშნა, რომ ეს ძალიან
მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მისივე თქმით, მიმდინარე
წელს 100 მილიარდიან
მაჩვენებელს უნდა
გადააჭარბოს ქვეყნის
ეკონომიკამ.„როგორც
მოგეხსენებათ, ჩვენმა
ხელისუფლებამ დაიწყო 28
მილიარდიანი მაჩვენებლით,
მხოლოდ 28 მილიარდის
ეკონომიკა დაგვიტოვა წინა
ხელისუფლებამ
მემკვიდრეობით და ჩვენ
უკვე შევძელით ეკონომიკის
გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე.
მიმდინარე წელს 100
მილიარდიან მაჩვენებელს
უნდა გადავაჭარბოთ, რაც
არის თავისუფლად
შესაძლებელი. ამისთვის, რა
თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს
კონკრეტული პროექტები და
უნდა განვაგრძოთ
წარმატებული ეკონომიკური
პოლიტიკის წარმოება.
იანვარშიც გვაქვს მაღალი
ეკონომიკური აქტივობა, რაც
გვაძლევს ოპტიმიზმის
საფუძველს 2025 წლისთვის,“-
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.მისივე თქმით,
ტურიზმის სფეროშიც 2024 წელი
რეკორდული მაჩვენებლით
დასრულდა და ტურიზმიდან
მიღებულმა შემოსავლებმა 4.4
მლრდ დოლარს
გადააჭარბა.„კონკრეტულად
ტურიზმის სფეროში გვქონდა
ძალიან კარგი
მაჩვენებლები, აქაც
რეკორდული მაჩვენებლით
დავასრულეთ 2024 წელი. 4.4 მლრდ
დოლარს გადააჭარბა
წლიურმა შემოსავლებმა
ტურიზმიდან, 300 მლნ დოლარით
გადავაჭარბეთ 2023 წლის, ანუ
წინა წლის მაჩვენებელს.
რეკორდული იყო
კონკრეტულად მეოთხე
კვარტალიც, მიუხედავად
პოლიტიკური
გართულებებისა. ეს იყო
საარჩევნო თვე - ოქტომბერი,
შემდეგ ნოემბერი, როცა
ხელოვნურად ცდილობდნენ
კონკრეტული ძალები
კრიზისის შექმნას, მერე ეს
ყველაფერი გაგრძელდა
დეკემბერში. ამ ყველაფრის
მიუხედავად მეოთხე
კვარტალიც დავხურეთ
ძალიან დიდი წარმატებით,
შემოსავლებმა მეოთხე
კვარტალში შეადგინა 964 მლნ
დოლარი, რაც არის 90 მლნ
დოლარით მეტი 2023 წლის
მეოთხე კვარტლის
მაჩვენებლებზე. ვიღაცები
ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში
ეკონომიკის ზრდის
შეფერხებას, თუმცა ხედავთ,
რომ არაფერი გამოსდით,
პირიქით, ვაგრძელებთ
მაქსიმალური ინტენსივობით
ეკონომიკის განვითარებაზე
ზრუნვას,“- განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.