ტრანსგენდერის, კესარია
აბრამიძის მკვლელობაში
ბრალდებული ბექა ჯაიანი
სასამართლომ დამნაშავედ
ცნო ყველა წარდგენილ
ბრალდებაში და უვადო
თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა.გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე
ნინო გალუსტაშვილმა
მიიღო.გალუსტაშვილის
განაჩენით, ჯაიანი
დამნაშავედ იქნა ცნობილი,
როგორც განსაკუთრებული
სისასტიკით, გენდერის
ნიშნით ჩადენილ
მკვლელობაში, ასევე
გენდერული იდენტობის
ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით სისტემატურ
ცემაში.განაჩენის
გამოცხადებას არ
დასწრებია ბრალდებული
ბექა ჯაიანი.ბლოგერი გურამ
შეროზია მოსამართლის
დღევანდელ განაჩენს
სოციალურ ქსელში
ეხმიანება და წერს, რომ
ზუსტად ისეთ პირობებში
იყოს, როგორსაც
იმსახურებს!„კესარია
აბრამიძის მკვლელობაში
ბრალდებულ ბექა ჯაიანს
უვადო პატიმრობა
მიესაჯა. და მაინც
მეცოტავება! მინდა, რომ დიდ
ხანს იცოცხლოს და ზუსტად
ისეთ პირობებში იყოს,
როგორსაც
იმსახურებს!“ „სახელმწიფო,
რომლის შესაბამისი
სამსახურები კანონს მთელი
სიმლაცრით და
უკომპრომისოდ აღასრულებს
და დამნაშავისთვის
სასჯელის მოხდას ღირსების
შემლახავი პირობების
გარეშე უზეუნველოყოფს.
სიცოცხლის უფლება
კონსტიტუციით მინიჭებული
უზენაესი უფლებაა, უზომოდ
დასანანია ამ გოგოს ასეთი
სისასტიკით დაღუპვა “ -
წერს თამთა
დემურიშვილი.„კესარია
აბრამიძის მკვლელს
დამსახურებული უვადო
მიესაჯა“„აუცილებელი
იყო“„ძლივს სამართლიანი
განაჩენი. ყველა მოძალადეს
და მკვლელს უვადო
პატიმრობა!!!“,- წერენ
მოქალაქეები.