აქციის მონაწილეებმა
ქვებით პარლამენტის
რამდენიმე ფანჯარა
ჩაამტვრიეს. კადრები
პარლამენტის
პრესსამსახურმა
გაავრცელა.28 ნოემბრიდან
მოქალაქეები ხელისუფლების
გადაწყვეტილებას
აპროტესტებენ, 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ
დააყენოს ევროკავშირთან
მოლაპარაკების გახსნის
საკითხი. აქციის
მონაწილეები ვადამდელ
არჩევნებს ითხოვენ.
მოთხოვნებს დაემატა
მოძალადეების დასჯა და
დაკავებული აქციის
მონაწილეების
გათავისუფლება.