გურიის სამივე
მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა
პირველადი მოხმარების
საგნებით დატვირთული
ტრაილერები, ეს პროდუქტები
და მედიკამენტები
დაურიგდება იმ
მოსახლეობას, რომელსაც ეს
ყველაზე მეტად სჭირდება, -
ამის შესახებ მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსმა
ლევან ჟორჟოლიანმა
გურიაში ჟურნალისტებს
განუცხადა.მისივე თქმით,
პირველადი მოხმარების
საგნებით დატვირთული 10 000
ყუთის დასარიგებლად ყველა
ადმინისტრაციულ ცენტრში
შესაბამისი ბაზებია
მოწყობილი, საიდანაც
ლოჯისტიკური მომსახურება
ხორციელდება.„ჩამოვიდა
პირველადი მოხმარების
საგნებით დატვირთული
ტრაილერები, სამივე
მუნიციპალიტეტში. 4 000 ყუთია
განკუთვნილი
ოზურგეთისთვის, ხოლო 3 000
ჩოხატაურისთვის და 3 000
ლანჩხუთისთვის. თუ
საჭიროება იქნება,
დაემატება რაოდენობა,
შესაბამისად, ამ მხრივ
პრობლემა რ გვაქვს. ეს
პროდუქტები დაურიგდება იმ
მოსახლეობას, რომელსაც
ყველაზე მეტად სჭირდება.
ასევე გვაქვს დიდი რესურსი
მედიკამენტების
მიმართულებითაც.
მოწყობილი გვაქვს ბაზები 6-7
ლოკაციაზე, საიდანაც ხდება
ლოჯისტიკური
მომსახურება,“- განაცხადა
ლევან ჟორჟოლიანმა.