გურიაში საარჩევნო უბნებზე ჯამში 65 381 ამომრჩეველი მივიდა, საიდანაც 41 293 ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

Primetime.ge 5 თვის წინ 27
გურიაში საარჩევნო უბნებზე ჯამში 65 381 ამომრჩეველი მივიდა, საიდანაც 41 293 ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურიის მხარეში საარჩევნო უბნებზე ჯამში 65 381 ამომრჩეველი მივიდა. ცესკოს მონაცემებით, კენჭისყრის შედეგების თანახმად, ვალიდური ხმა/ბიულეტენი იყო 64 265, ხოლო ბათილი ბიულეტენი - 1116.📊 საარჩევნო სუბიექტების შედეგები ასე გადანაწილდა:🔵#41 - „ქართული ოცნება“ 41 293 ხმა, რაც შეადგენს ხმათა 64,25 %🔴 #5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 5548 ხმა - 8,63%🟡 #9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 4883 ხმა - 7,59%🟢 #4 - კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა 4420 ხმა - 6,87%🟣 #25 - „გახარია საქართველოსთვის“ 3505 ხმა - 5,45%საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53,931 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11.035% პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს საარჩევნო სუბიექტებმა: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები უკვე აღიარა. ამ თემაზე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა ისაუბრა. „მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია