გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინკის განცხადება არის მორიგ ჯერზე ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეალურად „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სახით

Primetime.ge 6 საათი წინ 4
გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინკის განცხადება არის მორიგ ჯერზე ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეალურად „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სახით
ჰერჩინკის განცხადება არის მორიგ ჯერზე ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეალურად „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სახით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.მისივე თქმით, ამით არის ყველაფერი ნათქვამი, რომ ის რეალური „დიფ სთეითი“, რაზეც მათ შორის, ტრამპი არაერთხელ საუბრობს, რეალურად არსებობს.„ევროკავშირის ელჩი იმისთვის ზის საქართველოში, რომ იზრუნოს საქართველოს დასანქცირებაზე? მაშინ რა უნდა საერთოდ აქ. ელჩი რა არის, ელჩი არის სხვა ქვეყნის ან რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც კეთილ მეზობლურად არის განწყობილი, მეგობრულად არის განწყობილი. ელჩის ფუნქცია მოვალეობა არის ის, რომ ორ ქვეყანას შორის, ან ქვეყანასა და ორგანიზაციას შორის თბილი ურთიერთობები ააწყოს. შესაბამისად, ნახეთ როგორი რიტორიკა აქვს ევროკავშირის ელჩს გარდა იმისა, რომ ორმაგ სტანდარტებს ხშირად ამბობს და განცხადებებს აკეთებს. საქართველო უნდა დავასანქციროთო და 27 ქვეყანა უნდა გავაერთიანო ამისთვისო. ახლა გავახსენოთ საზოგადოებას დაახლოებით 2 წლის წინანდელი 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან. მერე ვინმემ ბოდიში მოიხადა სააკაშვილის ე.წ. სიკვდილიანობასთან დაკავშირებით?ან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ძალადობრივი აქციები რომ იყო, მსგავსი აქციებისთვის გერმანიაში ზოგი მოკლეს, მათ შორის, საფრანგეთში, 400-ზე მეტი დააკავეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა საერთოდ მოითხოვა ხუთი წლიდან შვიდ წლამდე გაზრდა[პატიმრობის] ძალადობრივი აქციის მონაწილეების და ამ დროს საქართველოში ვინც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა პოლიციელს, იმას გმირად რაცხავდნენ. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია.და ახლა, დღევანდელი ეს განცხადება ჰერჩინსკის, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ წერტილი დაუსვა თავიდან ბოლომდე ამ ე.წ. დიპლომატიას, რომელზეც, სამწუხაროდ თავად ევროკავშირის ელჩმა თქვა უარი. შეიძლება ელჩის განაცხადი ეს იყოს, რომ ზრუნავდეს იმ ქვეყნის დასანქცირებაზე, სადაც ის არის გაგზავნილი ელჩად? ამით არის ყველაფერი ნათქვამი, რომ ის რეალური „დიფ სთეითი“, რაზეც მათ შორის, ტრამპი არაერთხელ საუბრობს, რეალურად არსებობს და იბრძვის იმისთვის, რაც ჯერჯერობით ისევ აქვთ დღის წესრიგში. რა აქვთ დღის წესრიგში, რომ მშვიდობა არ ჩამოყალიბდეს უკრაინაში და ამისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა არ იყოს, არ გაგრძელდეს, უნდათ რომ ალტერნატივა საქართველოში იყოს, კონფლიქტი რუსეთთან იმიტომ, რომ ასე აწყობს ევროკავშირს, „დიფ სთეითს“, ზოგადად იმიტომ, რომ რუსეთთან რაღაც სავაჭრო საგანი ჰქონდეთ. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია