გურამ მაჭარაშვილი „შუა დერეფანზე“ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებასთან დაკავშირებით: ბრიუსელს უნდა, რომ არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწიოს ურთიერთობა, არამედ მის აგენტურასთან

Primetime.ge 1 კვირა წინ 1
გურამ მაჭარაშვილი „შუა დერეფანზე“ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებასთან დაკავშირებით: ბრიუსელს უნდა, რომ არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწიოს ურთიერთობა, არამედ მის აგენტურასთან
ბრიუსელს უნდა, რომ არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწიოს ურთიერთობა, არამედ მის აგენტურასთან, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას, რომელმაც უსამართლობა უწოდა იმ ფაქტს, რომ „შუა დერეფანზე“ საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველო არ ახსენა.მისი თქმით, „დიფ სთეითის“ გავლენით, ბრიუსელს უნდა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდეს ურთიერთობა მის ეროვნულ ხელისუფლებასთან.„კარგად იციან, რომ გეოგრაფიულად წარმოუდგენელია ამ დერეფნის გარეშე სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. აქამდე თუ შეერთებულ შტატებში იყო თავიდან ბოლომდე გაბატონებული, ისევე, როგორც ბრიუსელში „დიფ სთეითი“, ახლა ეს დიდწილად შეიზღუდა ვაშინგტონში და დარჩა ბრიუსელში, მათ უნდათ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აი, ამ დერეფანში ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობა ჰქონდეს არა ეროვნულ ხელისუფლებასთან, საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან, არამედ ბრიუსელთან.აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგებია, რომ ახლა უკვე ბრიუსელში უნდათ, რომ დიდი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი ან თურქეთი, თავად ევროპის ქვეყნები და არა ევროპის ქვეყნები, რომლებიც ამ დერეფნით ისარგებლებენ, საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო ქვეყანაა და რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწევს ურთიერთობა ყველა ამ დიდ ქვეყანას თუ პატარა ქვეყანას, მაგრამ ბრიუსელს უნდა, რომ არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწიოს, არამედ მის აგენტურასთან. მოგება იქნება ეს თუ სხვა, ნებისმიერი სარგებელი უნდა მიიღოს ბრიუსელმა.ისინი თვლიან ანუ ბრიუსელის ბიუროკრატია თვლის, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც არის გეოგრაფიულად გამოსაყენებელი ეკონომიკური თვალსაზრისით ისევე, როგორც პოლიტიკურად და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებები აქ უნდა მიიღოს არა ეროვნულმა ხელისუფლებამ, რასაც დღეს აკეთებს, რომ არ ჩაერთო ომში და ასე შემდეგ, არამედ ისე, როგორც ბრიუსელს, ამ შემთხვევაში „დიფ სთეითს“ წარმოუდგენია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია