„რაც შეეხება მათ, რომლებიც
ჯერ კიდევ ირონიით
უყურებენ „გლობალურ ომის
პარტიას“ და შეგახსენებთ,
რომ ასეთები არიან
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები
და არასამთავრო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები,
საინტერესოა ახლა, თუ კიდევ
აქვთ ღიმილის სურვილი?“ -
განაცხადა მედიასთან
საუბარში პარტია „ხალხის
ძალის“ აღმასრულებელმა
მდივანმა, დეპუტატმა გურამ
მაჭარაშვილმა.მისივე
თქმით, ტრამპის ერთი
განცხადება ან უკვე
გამოცემული ბრძანებები
„დიფ-სთეითს“ და
შესაბამისად გლობალური
ომის პარტიას მალე ვერ
დაასრულებს.„ტრამპის ერთი
განცხადებით, გნებავთ უკვე
გამოცემული ბრძანებებით
„დიფ-სთეითი“ და
შესაბამისად „გლობალური
ომის პარტია“, რომელსაც
საცეცები ევროკავშირშიც
აქვს, ერთ დღეში ან ერთ
თვეში ვერ დასრულდება.
თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ
უკვე გამოჩნდნენ
ევროპარლამენტარები,
რომლებიც ობიექტურ
განცხადებებს აკეთებენ.
რაც შეეხება მათ, რომლებიც
ჯერ კიდევ ირონიით
უყურებენ „გლობალურ ომის
პარტიას“ და შეგახსენებთ,
რომ ასეთები არიან
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები
და არასამთავრო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები,
საინტერესოა ახლა, თუ კიდევ
აქვთ ღიმილის სურვილი?
ვითომ ილუზიაში იყვნენ, სად
არის აბა „დიფ-სთეითიო“?
დონალდ ტრამპმა კი უკვე
გამოსცა ბრძანება და
თანამდებობიდან
გაათავისუფლა
მაღალჩინოსნები, საშუალო
მენეჯმენტი და საჯარო
მოხელეები, რომლებიც ამ
„დიფ-სთეითს“
ემსახურებოდნენ. მეტიც 90
დღით აკრძალა საგარეო
დაფინანსებები და
მომავალში საერთოდაც არ
აპირებს დააფინანსოს
ისეთი პროექტები, რომლებიც
ემსახურება ომის
გაჩაღებას და ასე შემდეგ.
ამ ყველაფრის ფონზე კი
საიას ხელმძღვანელი
იღიმის კი არა პასუხს ვერ
სცემს ელემენტარულ
კითხვას - რამდენი სქესი
არსებობს? “ - განაცხადა
გურამ მაჭარაშვილმა.