გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისია ადასტურებს იმას, რომ უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დასასრულებლად და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად

Primetime.ge 4 საათი წინ 2
გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისია ადასტურებს იმას, რომ უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დასასრულებლად და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად
საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ყოველი სხდომის შემდეგ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, დამნაშავე რეჟიმის „ნაცმოძრაობის“ დასრულების და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოყალიბების ყოველგვარი მოძალადე რეჟიმის გარეშე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.მან ისაუბრა, თუ რა როლი შეიძლება, ითამაშოს კომისიის დასკვნამ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის პროცესში.მისივე თქმით, კომისიის დასკვნა რომ აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, ამას ადასტურებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ყოველი სხდომა და მასზე გამოკითხული ადამიანები. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბევრი რამ იქ მოსმენილის შესახებ, კომისიის წევრებმა, საზოგადოების უმრავლესობამ არ იცოდა.„ბევრი რამ შესაძლოა, ჩვენც ვიცოდით, მაგრამ როდესაც პირველი წყარო ჰყვება ამ უბედურებას და ფაქტებს, მტკიცებულებას, თუ რა რეჟიმი არსებობდა 2003-2012 წლებში, დამეთანხმებით, ეს სულ სხვა ემოციაა და სულ სხვა მტკიცებულებაა. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობდით კომისიის შექმნამდეც და შემდეგაც, რომ ეს არის ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რომლის დასკვნა და გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად გერმანიის მომავალში განვითარებას, იმიტომ რომ აკრძალეს ნაციონალ-ფაშისტური პარტია. ეს რომ არ მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა მიმდინარეობით არ აიკრძალოს, მუდმივ რყევებში იქნება სახელმწიფო. შესაბამისად, უკვე სამი თვის თავზე, კომისიის სხდომებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საკმარისზე მეტია იმის მტკიცებულება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც სხვათა შორის, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც ადასტურებენ, არ უნდა არსებობდეს და ეს აუცილებლად მივა ბოლომდე თავისი სამართლებრივი შედეგებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილს, ლაშა არქანიასა და ბესიკ დანელიას მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმინეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია