"ხალხის ძალის" წევრის,
გურამ მაჭარაშვილის
განცხადებით, აშშ-მა
სტრატეგიული პარტნიორობის
შეჩერებასთან ერთად უნდა
განმარტოს, რას აჩერებს
კონკრეტულად.მისი თქმით, თუ
აშშ სტრატეგიულ
პარტნიორობაზე საუბრობს,
გადახედოს საქართველოს
მიერ დადებულ სტრატეგიულ
ურთიერთობის შეთანხმებას
ჩინეთთან, რასაც მყისიერად
მოჰყვა როგორც სავაჭრო
ურთიერთობები, ასევე
ვიზების გაუქმება."რომელი
სტრატეგიული ურთიერთობის
შეჩერებაზე საუბრობს
შეერთებული შტატები?! რა
მოჰყვება ამას ისიც
გვითხრან. თანხების
ინვესტიციების გაჩერება
მოჰყვება ამას, უვიზო
მიმოსვლის შეჩერება
მოჰყვება, ინვესტიციების
შეწყვეტა მოჰყვება თუ რა
მოჰყვება. ჩვენ კარგად
ვიცით ეს რისთვის არის
გაკეთებული. თუ სტრატეგიულ
ურთიერთობაზე საუბრობს
აშშ, გადახედოს ჩვენს მიერ
დადებულ სტრატეგიულ
ურთიერთობის შეთანხმებას
ჩინეთთან, რასაც მყისიერად
მოჰყვა, როგორც სავაჭრო
ურთიერთობები, ასევე
ვიზების გაუქმება,
პირდაპირი ფრენები,
ბიზნესისთვის ხელის
შეწყობა საქართველოში და
ა.შ. 30 წელია სტრატეგიული
ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან
და ჩინეთთან ერთი წელიც არ
არის ჯერ, რაც გავაფორმეთ
და წარმოიდგინეთ რაც
ჩინეთთან გვაქვს ამ მოკლე
პერიოდში იმის 10% არ გვაქვს
ამერიკასთან, რაც იმედი
მაქვს, რომ გამოსწორდება", -
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.