პაატა ბურჭულაძე დიდ
ეროვნულ ყრილობას
ტელეფონებით თუ ჩაატარებს,
მაშინ საზოგადოება
დაუჯერებს და გაყვება
არჩევნებზე, – ამის შესახებ
„ხალხის ძალის“
აღმასრულებელმა მდივანმა,
გურამ მაჭარაშვილმა
საქართველოს პირველ არხს
განუცხადა.მაჭარაშვილის
თქმით, ბურჭულაძეზე
სერიოზულად ვერ
ისაუბრებს.„ახლა მოსინჯოს
– ტელეფონებით ჯერ ყრილობა
ჩაატაროს და შემდეგ
საზოგადოება ნახავს,
რამდენად სერიოზულია
ბურჭულაძე საერთოდ და მით
უმეტეს, პოლიტიკაში. როგორ
შეიძლება, ბურჭულაძე
სერიოზული იყო? ეს ადამიანი
ფიჭური კავშირგამბულობით
ატარებს არჩევნებს და
ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა
გახდეს, ახლა ეროვნული
ყრილობა მომინდომა და
რომელი ეროვნული
მოძრაობის ლიდერი ან
მონაწილე იყო? ეს მისი
სახეა და მასზე სერიოზულად
ვერ ვისაუბრებ. ის, რომ
ზურაბიშვილი, მელია და
გვარამია ცალ-ცალკე არიან,
„ნაცმოძრაობისა“ და მისი
ფილიალების სახეა, რადგან
იქ ყველა ლიდერია –
გვარამია და მელია ვერ
შეთანხმდნენ და ორივე
პარტიის თავმჯდომარე
გახდა“, – განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.პაატა
ბურჭულაძე ეროვნულ
ყრილობას აანონსებს, რაც,
მისივე თქმით, მესამე
რესპუბლიკის შექმნას
ნიშნავს.