2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს
მოსმენისას „ხალხის
ძალის“ აღმასრულებელმა
მდივანმა გურამ
მაჭარაშვილმა რიტორიკული
კითხვა დასვა.გურამ
მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა
იმას, რომ ასობით
უდანაშაულო ადამიანის
წამების მიუხედავად
„ნაცმოძრაობას“ დღემდე
ევროპულ პარტიას უწოდებენ
ზოგიერთი ქვეყნის
ელჩები.„ალბათ ყველას
გახსოვთ 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების
წინ ზოგიერთი ქვეყნის და
მათ შორის, ევროკავშირის
ელჩმაც, წინასაარჩევნო
კამპანია რომ წამოიწყეს, რა
დროსაც ჩავიდნენ
რეგიონებში და ხალხს
მოუწოდებდნენ, რომ
ევროპული პარტიებისთვის
და პირველ რიგში -
„ნაცმოძრაობისთვის“ მხარი
დაეჭირათ. რიტორიკულ
კითხვას ვსვამ: რა
საშინელებაც აქ მოყევით,
რაც მანამდე თქვენმა
წინამორბედებმა
მოგვიყვეს, ამის მერე
„ნაცმოძრაობა“ არის
ევროპული პარტია, რომლის
რეჟიმის დროსაც ხალხს ასე
აწამებდნენ?კომისიაზე
ვუსმენთ, რომ
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის
დროს აბსოლუტურად
უდანაშაულო ასობით
ადამიანიდან, რომლებიც
ციხეში მოხვდნენ, ზოგმა
ელენთა დაკარგა, ზოგი
ჭკუიდან გადავიდა, ზოგი კი
საერთოდ ცოცხალი ვერ
გამოვიდა ციხიდან და ამის
შემოქმედი „ნაცმოძრაობა“
იყო და არის ევროპული
პარტია? თუ ამ კომისიასაც
ცირკს უწოდებენ ზოგიერთი
ქვეყნის ელჩები, „ლელოს“
ლიდერების მსგავსად?“ -
აღნიშნა გურამ
მაჭარაშვილმა.